მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიამ "ლისი დეველოპმენტი" მთავრობის მიერ შექმნილ "StopCov" ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

5e7e1bf5d912e
BM.GE
27.03.20 19:27
1057
კომპანია "ლისი დეველოპმენტი" სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აგრძელებს COVID 19-თან ბრძოლას. წინა კვირაში, კომპანიამ უკვე გადასცა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მათთვის პრიორიტეტული პირველადი საჭიროების ნივთები.

"ლისი დეველოპმენტი" ქვეყანას მხარში უდგას და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომ ეტაპად, #StopCoV ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

"#StopCoV ფონდის მიზანია შეამციროს კორონავირუსისგან მიყენებული ზარალი, მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება და დაკმაყოფილება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ!"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია სოციალურ და ჯანდაცვის მხარდამჭერ ღონისძიებებს გააგრძელებს.