მოსალოდნელი რეცესიის საფრთხის მიუხედავად, მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიათა ნაწილი თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდას გეგმავს. ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც შრომის ბაზარზე არსებულ მჭიდრო კონკურენციასთან გასამკლავებლად დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა დააანონსა, Home Depot-ა.
Home Depot ხელფასების ზრდის მიმართულებით, 2023 წელს $1 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. ზრდა კომპანიამ მეოთხე კვარტალის შემოსავლის ანგარიშში დააანონსა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რამდენით მოიმატებს კომპანიაში დასაქმებულთა ანაზღაურება, თუმცა, როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მიმდინარე თვიდან ძალაში შევიდა მაღაზიათა იმ თანამშრომელთათვის, რომლებიც საათობრივად მინიმუმ $15-ს გამოიმუშავებენ.
თებერვლის თვის დასაწყისში, ხელფასების 5%-ით ზრდა დააანონსა Delta Air Lines-მაც. კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება პირველი აპრილიდან ბორტგამცილებლებსა და სახმელეთო სამუშაოებში ჩაბმულ დასაქმებულებს შეეხებათ. აღსანიშნავია, რომ წელიწადზე ნაკლები ხნის წინ Delta Air Lines-მა თანამშრომელთა ხელფასები 4%-ით უკვე გაზარდა.
მარტის დასაწყისიდან კი ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი Walmart-ი მაღაზიის თანამშრომელთათვის საათობრივ ანაზღაურებას არსებული $12-$18-დან $14-$19-მდე გაზრდის. აშშ-ში კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელ ჯონ ფურნერის განცხადებით, Walmart-ის მიზანი იმ ინდუსტრიაში, სადაც მათი კომპანია ოპერირებს, დასაქმებულთათვის მიმზიდველი ანაზღაურების შეთავაზებაა.
Willis Towers Watson-ის გამოკითხვის თანახმად, კომპანიები შეზღუდული შრომის ბაზრისა და მაღალი ინფლაციის რისკებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს თანამშრომელთათვის ანაზღაურების 4.6%-ით გაზრდას გეგმავენ, რაც ყველაზე მაღალი წლიური ზრდა იქნება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. მას შემდგომ, რაც ეკონომიკამ და ბიზნესმა პანდემიისგან გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყო, კომპანიებმა დასაქმებულთა მოსაზიდად, რომლებიც რეკორდული სისწრაფით ტოვებდნენ სამსახურებს, ხელფასების ზრდას მიმართა.
აშშ-ის შრომის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისისთვის ბიზნესების 24%-მა მათ ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის ანაზღაურების ზრდა და ბონუსები უზრუნველყო. ყველაზე მაღალი ანაზღაურებით კვების, მომსახურების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის, წარმოებისა და ტრანსპორტირების სექტორები ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ტექნოლოგიური გიგანტების, მათ შორის Amazon-ისა და Salesforce-ის მიერ დასაქმებულთა გათავისუფლებების დაანონსების მიუხედავად, აშშ-ის შრომის ბაზარი მაინც ძლიერი დარჩა და იანვარში სამუშაო ადგილების ზრდამ ექვსთვიან მაქსიმუმსაც მიაღწია.
თანამშრომელთა მოსაზიდად ხელფასების ზრდას კომპანიები ამერიკის შეერთებული შტატების გარეთაც გეგმავენ. ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანია Tesco, აპრილისთვის, 200,000-ზე მეტი მაღაზიის თანამშრომელს საათობრივ ანაზღაურებას 7%-ით გაუზრდის. ბრიტანეთის სიდიდით მეორე საცალო ვაჭრობის კომპანია Sainsbury-მ, მის ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს მიმდინარე თვეში 7.3%-ით უკვე გაუზარდა ხელფასი, ხოლო ბრიტანეთის მესამეადგილოსანმა Asda-მ პერსონალისთვის ანაზღაურების 10%-იანი ზრდა დააანონსა.
მიმდინარე წელს ხელფასების ზრდას გეგმავენ ავტომწარმოებლებიც. მათ შორის გამორჩეული იაპონიის ორი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომლებიც 2023 წელს ათწლეულების განმავლობაში უდიდეს ზრდას აანონსებენ. Toyota Motor-ის განცხადებით, კომპანია ორი ათწლეულის განმავლობაში უდიდეს ზრდას გეგმავს, შეთანხმების პირველი რაუნდი უკვე მიღწეულია, თუმცა ავტომწარმოებელი კონკრეტულ ციფრებს ჯერ არ ასაჯაროებს. Honda Motor-ი კი 30 წლის განმავლობაში საბაზისო ხელფასების უდიდეს ზრდას გეგმავს, რომელიც, კომპანიის ინფორმაციით, 5%-იანი მატებით განისაზღვრება.
Forbes.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი