საქართველოში კერძო კომპანიების უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიას ან “თელასის” ან “ენერგო-პროჯორჯიას” ქსელიდან იღებს. თუმცა, 19 მსხვილ კომპანიას “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსი აქვს და ისინი ელექტროენერგიას “თელასისა” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით იღებენ. სახელმწიფო კომპანია ესკო-ს ანგარიშში 2021 წლის პირველი კვარტალის შედეგების შესახებაა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტ დენს “ჯორჯიან მანგანეზი” მოიხმარს, რომელმაც პირველ კვარტალში 279 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიყენა. ელექტროენერგიის ეს მოცულობა მთლიანად საქართველოს მოხმარების 8% იყო.
“ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების სიაში სხვა მეტალურგიული ქარხნებიც შევიდნენ. მათთან ერთად სიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიებიც არიან.
ელექტროენერგიის უმსხვილესი პირდაპირი მომხმარებლების რეიტინი (ტოპ 10):
1. "ჯორჯიან მანგანეზი" - 279 მილიონი კვტსთ;
2. "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 85.7 მილიონი კვტსთ;
3. "რუსთავის აზოტი" - 66.1 მილიონი კვტსთ;
4. "რუსთავის ფოლადი" - 44.1 მილიონი კვტსთ;
5. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 43.2 მილიონი კვტსთ;
6. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 37.2 მილიონი კვტსთ;
7. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 35.2 მილიონი კვტსთ;
8. "ჯეოსთილი" - 24 მილიონი კვტსთ;
9. "ჯი თი ემ გრუპი" - 23.3 მილიონი კვტსთ;
10. "RMG Copper" - 19.5 მილიონი კვტსთ;
როგორც ესკო-ს მონაცემებიდან ირკვევა, “ბი ეფ დი სი” ანუ Bitfury Georgia-ს ელექტროენერგიის მოხმარებით პირდაპირ მომხმარებლებს შორის მეორე ადგილზეა. 2020 წელს კომპანიამ 131 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია, 2019 წელს კი 534 მლნ კილოვატ საათი მოიხმარა.
რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 3.3%-ით გაიზარდა და 3.47 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი