26.მაისი .2020 00:00

კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმზე მუშაობას სთავაზობენ

კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმზე მუშაობას სთავაზობენ
views 1184
უკან

პანდემიის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადართვა, უკვე გასაკვირი აღარავისთვის არის. აშშ-ში, კერძოდ სან-ფრანცისკოს „სილიკონ ველიში“ მდებარე ტექნოლოგიური კომპანიების ნაწილმა თანამშრომელთა უმრავლესობას უთხრა, რომ მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ მუშაობა სახლიდან პანდემიის შემდეგაც. ზოგმა დისტანციურად მუშაობა სექტემბრამდე გაახანგრძლივა, ზოგმაც წლის ბოლომდე.

დეტალურად მოგიყვებით ამ კომპანიების შესახებ.

თანამშრომლებს სამუდამოდ დისტანციურად მუშაობა შესთავაზეს:

Twitter-მა – ეს კომპანია სექტემბრამდე საოფისე სამუშაოების აღდგენას არ აპირებს. შემდეგ კი თანამშრომლებს არჩევანის უფლება ექნებათ – ან გააგრძელონ დისტანციურად მუშაობა, ან კიდევ დაუბრუნდნენ ოფისებს.

Square-მა – კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ, რომელიც ასევე Twitter-ის აღმასრულებელი თავმჯდომარეცაა, თანამშრომლებს სამუდამოდ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა.

Facebook-მა – მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელშიც მიიღეს თანამშრომლებმა იგივე შეთავაზება. უფრო მეტიც, მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის კომპანიის 48 000 თანამშრომლის ნახევარი დისტანციურ რეჟიმზე იქნება გადასული.

Shopify-მა – ეს კომპანია ოფისებს 2021 წლამდე არ გააღებს. მას შემდეგ კი თანამშრომლების უმრავლესობა გააგრძელებს დისტანციურ მუშაობას.

Coinbase-მა – ეს კომპანიაც შესთავაზებს თანამშრომლებს აირჩიონ ან სახლიდან მუშაობის გაგრძელება, ან კიდევ ოფისში დაბრუნდება.

Upwork-მა – ამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰეიდან ბრაუნმა აღნიშნა, რომ თანამშრომლები გააგრძელებენ მუშაობას დისტანციურად. თუმცა, მათ ექნებათ პერიოდულად სოციალიზაციის შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ოფისები გაიხსნება.

Lambda School-მა – ეს არის ონლაინ პროგრამირების სკოლა, რომელიც ასევე თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას სახლიდან იმუშავონ პანდემიის შემდეგაც, ოფისებს კი კომპანია აგვისტოს შემდეგ გახსნის.

თანამშრომლებს 2020 წლის შემოდგომამდე დისტანციურად მუშაობა შესთავაზეს:

Amazon-მა – კომპანიამ თანამშრომლებს 2 ოქტომბრამდე მისცა სახლიდან მუშაობის უფლება.

Microsoft-მა – ამ კორპორაციამაც თანამშრომლებს ოქტომბრამდე სახლიდან მუშაობა შესთავაზა.

Slack-მა – ამ კომპანიის ოფისები დაკეტილი იქნება სექტემბრამდე.

Capital One-მა – ამ კომპანიის ოფისები კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 7 სექტემბრამდე იქნება დახურული.

თანამშრომლებს 2020 წლის ბოლომდე დისტანციურად მუშაობა შესთავაზეს:

Google-მა – კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ოფისების გახსნას ივნისიდან დაიწყებს, თუმცა, მხოლოდ ცალკეული თანამშრომლებისთვის. დანარჩენები კი დისტანციურად მუშაობას გააგრძელებენ წლის ბოლომდე.

Box-მა – სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანია თანამშრომლებს 31 იანვარამდე მისცემს უფლებას სახლიდან იმუშაონ, შემდეგ კი როდესაც ოფისები გაიხსნება, მათ შესთავაზებენ უფრო მოქნილ სამუშაო პირობებს.

Mastercard-მა - საკრედიტო ბარათების კომპანია თანამშრომლებს სახლში დარჩენის უფლებას აძლევს მანამ ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ შეიქმნება და თანამშრომლები უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ოფისებში.

Salesforce-მა – ამ კომპანიის თანამშრომლებსაც აქვთ უფლება იმუშავონ სახლიდან წლის ბოლომდე.