მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, სადაც ყველაზე მეტი ქალია დასაქმებული

60ddf39c780af
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.21 00:30
1018
ანალიტიკური პორტალი Statista იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი ქალია დასაქმებული. ანალიტიკური პორტალი წერს, რომ გენდერულ თანასწორობის გასაზრდელად ფილანტროპებმა $40 მილიარდის ახალი ინვესტიციაც დაანონსეს, მაგალითისთვის Bill & Melinda Gates Foundation-ი 2.1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს აღნიშნული მიმართულებით.

Statista წერს, რომ წამყვანი კომპანიებიდან ყველაზე მეტი ქალი დასაქმებულია Amazon-ში, სადაც მათი წილი მთლიან სამუშაო ძალაში 45%-ს შეადგენს, მათგან 29%-ს კომპანიაში წამყვანი პოზიციები უკავიათ.

მეორე ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე მეტი ქალია დასაქმებული Facebook-ია. ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ კომპანიაში დასაქმებულთა 37%-ი ქალია და 34%-ს წამყვანი პოზიციები უკავია, ხოლო 24% ტექნოლოგიურ დეპარტამენტშია დასაქმებული.

Apple-ი მესამე კომპანიაა, რომელიც პროცენტულად ყველაზე მეტ ქალს ასაქმებს, აქ ქალები სამუშაო ძალის 34%-ს შეადგენენ, 31%-ს წამყვანი პოზიციები უკავიათ, ხოლო 24% ტექნოლოგიურ განყოფილებაშია დასაქმებული.

ჩამონათვალში მეოთხე ადგილი Google-ს უჭირავს, კომპანიაში დასაქმებულის 33%-ი ქალია, მათგან 28% საპასუხისმგებლო პოზიციებზეა, ხოლო 25% ტექნოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს.

მეხუთე ადგილზე კი Microsoft-ია, კომპანიის მთლიანი სამუშაო ძალის 29% ქალები წარმოადგენენ, 26%-ს წამყვანი პოზიციები უჭირავთ, ხოლო 23%-ი ტექნოლოგიურ განყოფილებებშია დასაქმებული.