22.ივლისი .2020 10:15

კომპანიების 53% დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს, 9% კი შეამცირებს - კვლევის შედეგები

views 504
უკან

კომპანიების 53% დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელშიც 1 553 ბიზნეს სუბიექტი გამოიკითხა.

კომპანიების ნაწილი ვერ აკონკრეტებს შეძლებს თუ არა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას თავისი დასაქმებულებისთვის, ნაწილი კი, დასაქმებულთა შემცირებას პროგნოზირებს.

“ბიზნესის გეგმები დასაქმებულებთან დაკავშირებით მომდევნო 6 თვის განმავლობაში: კომპანიების 53% დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს; 31%-ს უჭირს პასუხის გაცემა; 9% დასაქმებულთა რაოდენობას შეამცირებს; 7%-ი აზრით, მოსალოდნელია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის შედეგებით, კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი შეუმცირა; კომპანიების 32%-მა ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა; 20%-მა დასაქმებულები სრულად ან ნაწილობრივ უხელფასო შვებულებაში გაუშვა; კომპანიების 5%-მა კი, სრულად ან ნაწილობრივ დაითხოვა თანამშრომლები სამსახურიდან.

ამასთანავე, გამოკითხვამ აჩვენა, რომ დისტანციური ონლაინ მუშაობის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში დისტანციურად-ონლაინ მუშაობისა და ელექტრონული კომერციის მიმართ ინტერესი 0.33%-დან 17%-მდე გაიზარდა.

კვლევის შედეგების მიხედვით: ბიზნესს ონლაინ რეჟიმში უახლოეს მომავალში 7% გადაიტანს; 17%-ს სურს ბიზნესის ონლაინ-დისტანციურ რეჟიმში გადატანა, მაგრამ საჭიროებს დახმარებას; 54% საჭიროებს პროგრამულ უზრუნველყოფას, ხოლო 46% უნარების განვითარებას და ტრენინგებს;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა