12.დეკემბერი .2020 12:40

“კომპანიების 90%-ს ბიზნეს სესხი აქვს აღებული, უნდა მოხდეს ფორსმაჟორის აღიარება”

“კომპანიების 90%-ს ბიზნეს სესხი აქვს აღებული, უნდა მოხდეს ფორსმაჟორის აღიარება”
views 813
უკან

“კომპანიების 90%-ს ბიზნეს სესხი აქვს აღებული, უნდა მოხდეს ფორსმაჟორის აღიარება”- ამის შესახებ AERO GROUP GEORGIA-ს დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა განაცხადა.

როგორც აფციაური ამბობს, კონკრეტული სექტორები ბანკების სესხებს უბრალოდ ვეღარ იხდიან, რადგან მუშაობა არ აქვთ უკვე 7-8 თვეა. ამის გათვალისწინებით კი მნიშვნელოვანია, რომ დროებით ფორსმაჟორის აღიარება მოხდეს, რომ ეს წნეხი განსაკუთრებით იმ ბიზნესებზე, რომლებიც სრულად დაპაუზებული არიან, შემსუბუქდეს.

“რა შეხვედრებიც გვაქვს საკონსულტაციო ნაწილში არაერთ ბიზნესთან, ყველა ამბობს ერთი და იმავეს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში. ჩვენი კომპანიების დაახლოებით 90%-ს ყველას აქვს აღებული ბიზნეს სესხი, მაგალითად ტუროპერატორები, რომლებიც ბიზნეს სესხებით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. 7-8 თვის განმავლობაში 1 ტურისტი არ არის შემოსული საქართველოში. ამის ფონზე სესხის გადახდას ვერ ახდენენ. ამიტომაც ისინი ითხოვენ რომ მოხდეს ფორსმაჟორის აღიარება, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხადდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, რომელიც დღემდე არ გამოცხადდა. ალბათ იმიტომ რომ პროტექცია გაუწიონ ბანკებს. არადა ბიზნესებს, მათ შორის ჩვენც, გვიჭირს, რომ მივიტანოთ ბანკში ის ცნობა, რომელიც აღიარებს ამ სექტორისთვის მაინც რომ არის ფორსმაჟორული სიტუაცია. ამის აღიარება არ ხერხდება.

არის სექტორები, რომლებიც არ გაჩერებულა და მუშაობს, მაგრამ ისეთი სექტორებისთვის, როგორებიცაა ტრანსპორტი, ტურიზმი, ავიაცია ესენი არიან გაჩერებული. მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში რომ იქნეს აღიარებული როგორც ფორსმაჟორული სიტუაცია. თუ მოხდა ამის აღიარება მაშინ უფრო მარტივი იქნება, რომ თვითონვე ბიზნესმა მოაგვაროს ურთიერთობები ბანკებთან", - აცხადებს AERO GROUP GEORGIA-ს დამფუძნებელი იგორ აფციაური.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა