მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიების რა ნაწილმა დანერგა ინოვაციები საქართველოში 2022 წელს? - დარგები

6475c6353a5fc
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 14:21
515
საქსტატმა გასული 2022 წლის საწარმოთა ინოვაციური აქტივობის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს, ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი საწარმოთა 6.9%-მა შემოიტანა, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება დანერგეს, 6% იყო.

გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 75.0% და 83.4%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან მიიღეს. განხორციელებული ინოვაციების 58.3% საწარმოებისთვის ახალი იყო, ხოლო 41.7% - სიახლეს ბაზრისთვის წარმოადგენდა.

გასულ წელს საწარმოთა მთლიან რაოდენობაში ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების მქონე საწარმოთა წილი ასე ნაწილდებოდა:

1. ბუღალტრული აღრიცხვის ან სხვა ადმინისტრაციული ოპერაციები - 8.6%;
2. საქონლის წარმოების, განვითარების ან მომსახურების მიწოდება - 8%;
3. ინფორმაციის დამუშავება ან კომუნიკაცია - 7.4%;
4. რეკლამირების, შეფუთვის, ფასების, პროდუქტის განთავსების ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მარკეტინგი - 7.2%;
5. სამუშაო პასუხისმგებლობის ორგანიზების, გადაწყვეტილების მიღებისა ან ადამიანური რესურსების მართვა - 7.1%;
6. ლოგისტიკა, მიწოდება და დისტრიბუცია - 5.8%;
7. პროცედურების ან საგარეო ურთიერთობების ორგანიზების ბიზნეს პრაქტიკა - 4.6%.

ამავე კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 83.7% შემუშავებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 19.3% - სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 18.1% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება - მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 15.9% შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე მაღალი მნიშვნელობა საწარმოთა 45.3%-მა მიანიჭა, საწარმოთა 34.7% მაღალ მნიშვნელობას ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებას ანიჭებდა, ხოლო საწარმოთა 31.7% - მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.

ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც კლიენტების დაკარგვას იწვევს.