მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებულები არ არიან, ლარი პრობლემად რჩება“- BAG

6106b243d71cb
მარიამ იზორია
01.08.21 22:00
676
„მცირე კომპანიებისთვის ეროვნული ვალუტა პრობლემად რჩება“ – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სექტორი სხვადასხვა გამოწვევის წინაშეა, თუმცა, არსებობს რამდენიმე პრობლემა რაც ბიზნესს აერთიანებს.

„სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, თუმცა, არსებობს რამდენიმე პრობლემა, რაც ბიზნეს აერთიანებს, მაგალითად, კომპანიები, რომლებიც პროდუქტს ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებენ და ექსპორტზე ორიენტირებულები არ არიან, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის პრობლემას აყენებენ. მათთვის ასევე პრობლემაა შრომითი კოდექსის ცვლილებები და შრომის ინსპექტირებაც, კარგია, რომ ნებისმიერი რეგულაციის დანერგვის პროცესში სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხს აქტიურად აყენებენ, ჩვენ კი მათ იდენტიფიცირებასა და განსაზღვრაში ვართ ჩართულნი, ამ საკითხებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მივდივართ და პროცესში მედიატორის ფუნქციას ვასრულებთ“ - ამბობს BAG-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.