მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებს ის შესაძლებლობები გაეცნოთ, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება - სავაჭრო პალატა

6390cd9ac68fb
BM.GE
07.12.22 21:29
629
საქართველოს სავაჭრო პალატამ ევროკავშირის პროექტის ფარგელბში კონფერენცია „კრეტიული გადაწყვეტილებები, გამოწვევების დროს“ გამართა. ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა.

მონაწილეებს ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰაიმმა მიმართეს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კერძო კომპანიებმა, ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელიც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა 2023 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენცია ევროკავშირის პროექტის: „ EU4Business: Connecting Companies“ ფარგლებში გაიმართა.