მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებს საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარდგენის ვადა 1 აგვისტოს ეწურებათ

6103f82f6fe41
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.21 17:16
777
კომპანიებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარდგენისთვის ვადა 1 აგვისტომდე აქვთ. უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კომპანიებს, რომელთაც აქვთ 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება შესაძლებლობა ეძლევათ, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმცირონ დარიცხული ჯარიმები და საურავები.

ამ ინიციატივით უკვე ისარგებლა 2,635-მა კომპანიამ და საკუთარი განაცხადი დაარეგისტრირა, შესაბამისი განცხადებების მიღების ვადა 1 აგვისტოს იწურება. 

"შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ბიუჯეტში გადახდა.

ამასთან, სანქციების შემცირება ხორციელდება ძირითადი გადასახადის სრულად გადახდის პირობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება ყველა გადასახადის გადამხდელს, მათ შორის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოს სისტემაში.

ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ, გადაწყვეტილება ერთჯერადად აღსრულდება და მიზნად ისახავს გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევას.

საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge საშუალებით," - ნათქვამია განცხადებაში.