მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო, ჯიპების და პიკაპების წარმოება შეფერხებულია

605b352c6fd8c
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.21 20:30
1390
წამყვანი ავტოკონცერნები, როგორიც General Motors-ი, Ford-ი და Stellantis-ია კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის შესახებ აცხადებენ. კომპანიები აღნიშნავენ, რომ ამ მიზეზით ჯიპების და პიკაპების წარმოება შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა და შეფერხებული ჩიპების წარმოების პროცესი დეფიციტის უმთავრეს მიზეზებად სახელდება.

Ford-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიის მარაგები თითქმის მთლიანად ამოწურულია, ამის გამო ავტომობილების გაყიდვები მალე შეუძლებელი გახდება. მათ შორის, შეფერხებულია აშშ-ში ყველაზე პოპულარული მანქანის, Ford F-150-ის წარმოების პროცესი.

შეფერხებული წარმოების გამო GM-მა დასაქმებულთა ნაწილი დროებით დაითხოვა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე სამი ქარხანა დახურა. როგორც კომპანია აცხადებს, ქარხნები დახურული მინიმუმ მომავალ თვემდე იქნება.

General Motors-ი და Ford-ი ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ თუკი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი გაგრძელდება, ავტოკონცერნები 2021 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დაკარგავენ.