კომპიუტერული ჩიპების, პროცესორებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი გლობალური კომპანია - Taiwan Semiconductor (TSMC) რეკორდულ მოგებაზეა.
დღეს გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 18 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.5%-ით მეტია.
მეორე კვარტალში მიღებულმა წმინდა მოგებამ კი თითქმის 8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 76.4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოსავლის 20 მილიარდ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.
ექსპერტთა ნაწილი TSMC-ს პლანეტის უმნიშვნელოვანეს კომპანიად მიიჩნევს, რადგან ჩიპებისა და ნახევარგამტარების გარეშე ელექტრონული მოწყობილობების, კომპიუტერული ტექნიკისა და, მათ შორის, ავტომობილების წარმოება შეუძლებელია - ტაივანური გიგანტი კი გლობალური ბაზრის თითქმის ნახევარს აკონტროლებს.
TSMC-ის პროდუქციაზეა დამოკიდებული ისეთი მსხვილი გლობალური კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Qualcomm, AMD, MediaTek, Nvidia, Sony, Broadcom, Intel და Marvell Tech.
ნახევარგამტარების წარმოების მნიშვნელობას ხაზს უსვამს გლობალური ჩიპების დეფიციტიც, რომელიც კოვიდპანდემიამ გამოიწვია და რომლის გავლენაც თითქმის ყველა ტექნოლოგიურ სექტორზე ნეგატიურად აისახა. საერთაშორისო ბაზარზე ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაძვირებაც კი სწორედ ჩიპების დეფიციტთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება TSMC-ში ინვესტირების საკითხს, გლობალური საფონდო ბირჟების დაღმასვლისა და მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესების ფონზე, მიმდინარე წელს TSMC-ის აქციების ღირებულება თითქმის 30%-ით შემცირდა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 422 მილიარდ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში ტაივანური გიგანტი მე-11 ადგილზეა, Meta-სა და Visa-ს შორის.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და, მათ შორის, TSMC.
დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი