ენერგოომბუდსმენი Facebook-ზე ჯგუფს ქმნის, სადაც მოქალაქეებს შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეეძლებათ.
კერძოდ, Facebook-ზე შეიქმნება მომხმარებლის მხარდაჭერის ჯგუფი (Consumer Support Group), რომელიც ინტერნეტსივრცეში მიიღებს აბონენტების პრეტენზიებს და ასევე დაჩქარებულ რეჟიმში მიაწვდის კომპანიას შესაბამის ინფორმაციას კონკრეტული აბონენტის პრობლემაზე.
Facebook ჯგუფი უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციითვე, ჯგუფის შექმნის მიზეზი გახდა ის, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ელექტროენერგიის მომხმარებლის პრეტენზიები შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ.
“არსებული სისტემური ხარვეზის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო უსწრაფესი და ადეკვატური ზომები. კომპანიას დაეკისრა ფინანსური სანქცია, დაევალა თითოეული აბონენტის გადამოწმება და თანხის დაკორექტირება. წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1 321 551 ლარი შეადგინა და მომხმარებლის ბალანსზე დაბრუნდა.
აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, ენერგოომბუდსმენის სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. მიუხედავად მასობრივი ღონისძიებებისა, ვმუშაობთ ინდივიდუალური განაცხადების განხილვაზე. თითოეული უკმაყოფილო მომხმარებლის წერილობითი განცხადება წარმოადგენს დამცველის სამსახურის დეტალური შესწავლის საგანს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოება მოითხოვს რიგი პროცედურების დაცვას, რაც დროში გაჭიანურებას იწვევს“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის: 12 აგვისტოს სემეკმა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50 000 ლარით დააჯარიმა. სემეკში აცხადებდნენ, რომ დაჯარიმების მიზეზი თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია. სემეკმა კომპანიებს დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადები განუსაზღვრა და მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი