03.აპრილი .2020 23:40

კომუნალურების დახმარებაზე უარის თქმა მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი

views 1875
უკან

“სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, მომავალი კვირიდან შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, გააკეთონ მარტივი განაცხადი და კომუნალური სერვისების კომპანია ამ ადამიანებს შეღავათების ნუსხიდან ამორიცხავს", – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

“როგორც კი გამოცხადდა აღნიშნული ინიციატივა, ბევრამ მოქალაქემ, სახელმწიფო კანცელარიაშიც დარეკეს, ჩვენთან ცხელ ხაზზეც რეკავენ, სოციალური ქსელის მეშვეობით გვეკონტაქტებიან და ძალიან ბევრია ჩვენ გარშემო ისეთი ადამიანი, რომლებსაც სამსახური არ დაუკარგავთ და თვლიან რომ ეს მხარდაჭერა მათ ნაცვლად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ამ შეჩერებულ პერიოდში უფრო სხვა ტიპის ხარჯების დასაფინანსებლად მიმართონ", – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან შესაძლებლობა ექნებათ ადამიანებს, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, გააკეთონ მარტივი განაცხადი, ანუ, შეიყვანონ ვებგვერდზე აბონენტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, რომელზეც მათ მისდით შეტყობინებები და მარტივად ამოირიცხონ თავი შეღავათების ნუსხიდან.

"კომუნალურმა კომპანიებმა ჩვენი დავალების საფუძველზე უკვე მოამზადეს ბაზები, მათ იციან, რომელმა ოჯახებმა მოიხმარეს 200 კვტ.-ს ან 200 კუბური მეტრის ჩათვლით ელექტროენერგია და შესაბამისად გაზიც, ამიტომ ამ ტიპის მომხმარებლებზე გააგზავნეს ინფორმაცია და ახლაც აგზავნიან, ხოლო ისინი, ვინც დადგენილ ზღვარს ზევით არის, მათ ჩვეულებრივი ელექტრონული ქვითრები ეგზავნებათ. ვიდრე პლატფორმა არ იქნება, მანამდე კომუნალური კომპანიები დარიცხვას და თანხის ამოღებას ვერ მოახდენენ. ხოლო, მათ ვისაც შესაძლოა წინასწარ ჰქონდეთ გადახდილი, კომუნალური მომსახურება და ახლა სარგებლობდეს შეღავათით, მას ეს დაუჯდება მომავალი გადასახადების ანგარიშზე, ან ამ პლატფორმის მეშვეობით შეუძლიათ უარი თქვან ამ ყველაფერზე და შესაბამისად მისი სურვილის მიხედვით სახლიდან გაუსვლელად შეუძლია გააკეთოს ეს ყველაფერი," – აცხადებს დავით ნარმანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა