მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალური ხარჯები თითქმის 80%-ით გაგვეზარდა - "თბილისი ცენტრალი"

61e582a9bcaeb
მარიამ ვარადაშვილი
17.01.22 21:30
906
"თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორის ლევან ყარალაშვილი თქმით, სავაჭრო ცენტრების შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს სრულად 2023 წელს დაუბრუნდება. ყარაშვილის თქმითვე, გაზსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის გამო, კომუნალური ხარჯები 80%-მდე გაეზარდათ.

“2020 წელს თითქმის 5 თვე დაკეტილი ვიყავით, შესაბამისად, რთული პერიოდი იყო. აღდგენის დინამიკა ნამდვილად დადებითია თუ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმ დონეზე არ დამძიმდება, რომ კვლავ “ლოქდაუნის” გამოცხადება გახდება საჭირო, ვფიქრობ, წელს სავაჭრო ცენტრების უმრავლესობა შეძლებს 2019 წელთან შედარებით, 80-90%-მდე აღდგეს.

ვიზიარებთ “TBC კაპიტალის” მოსაზრებას, რომელიც სექტორის სრულად აღდგენას 2023 წლისთვის ვარაუდობს. რაც შეეხება უშუალოდ “თბილისი ცენტრალს”, 2019 წელთან შედარებით თითქმის 70%-ზე გავედით და ვთვლით, რომ ეს მაინც დადებითი მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში შემოსავლებზე ვლაპარაკობ, მაგრამ საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა კომუნალური გადასახადების გაორმაგების გამო. შედეგად, სამწუხაროდ, გასული წელი ზარალით დავამთავრეთ. წელს, ვიმედოვნებთ, რომ მოგებაზე გავალთ. ანუ შემოსავლები 70%-ით აღდგა, თუმცა კომუნალური ხარჯები თითქმის 80%-ით გაიზარდა”, - აცხადებს ყარალაშვილი.