მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომუნიკაცია გვაქვს ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებთან“ - თორნიკე რიჟვაძე

61602c7ae5675
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 15:34
665
ბათუმში ჩამონგრეულ ტერიტორიაზე ნანგრევებისგან გაწმენდა და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ადგილზე იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთ.

"ეს მძიმე შემთხვევაა, ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, თუმცაადამიანები  ნანგრევებში რჩებიან. მაშველები და შსს-ს თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებთ. ნგრევის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი არ შემიძლია, სრული ინფორმაცია არ გვაქვს. კომუნიკაცია გვაქვს ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებთან. მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, - ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ვერსიებზე სხვადასხვა მედია საშუალებებთან კორპუსის დანარჩენი ნაწილის მაცხოვრებლები საუბრობენ. ნაწილის ინფორმაციით, პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც საძირკველს ანგრევდნენ. არსებობს ვერსიაც, კორპუსზე გარედან მიმდინარე მიშენების შესახებაც, თუმცა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი მშენებლობის ნებართვის გაცემას უარყოფს.

„არანაირი სამშენებლო ნებართვა დაშენების გაკეთებაზე არ გაცემულა. ეს დაშენება, დაახლოებით, 20 წლის წინ მოხდა. ნებართვით იყო ეს დაშენება თუ - არა, ინფორმაცია ამაზე მერიაში არ მოიძებნება და ეს არქივში უნდა მოვიძიოთ. რაც შეეხება ლიფტს, მასზე ნებართვა 2017 წელს არის გაცემული. ლიფტი მსუბუქი კონსტრუქციაა და მიდგმული იყო შენობის გარედან“, - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.