მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს მიმართავს

5e6be3c1a5455
BM.GE
13.03.20 23:46
1152
კომუნიკაციების კომისია მიმართავს მობილურ ოპერატორებს კორონა ვირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და რეკომენდაცია მოსახლეობას სმს შეტყობინების სახით, მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიაწოდონ.

"გამომდინარე კორონა ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევებისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით გადამოწმებულ და სწორ ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მოვუწოდებთ ჩვენი რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიებს, არსებულ ვითარებაში გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ვირუსთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის, ან არასათანადო სოციალური რეკლამის გავრცელებისგან, რომელიც ოფიციალური უწყებების მხრიდან არ გაკეთებულა", - წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.