მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია სასამართლოში აქტის გასაჩივრების საკითხზე ჩანაწერს კანონპროექტიდან ამოიღებს

5f083322251f9
ინგა მურუსიძე
10.07.20 13:30
1092
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამბობს, რომ „მაუწყებლის შესახებ კანონპროექტიდან” ამოიღებენ ჩანაწერს, რომლითაც კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას, გადაწყვეტილება ავტომატურად აღარ ჩერდებოდა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შესაჩერებლად საჭირო იყო სასამართლოს ახლიდან ემსჯელა ამ საკითხზე.

საქმე ეხება კომისიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულად განიხილვს. კერძოდ, კანონპროექტის განარტებით ბარათში წერია: „შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება ავტომატურად არ გამოიწვევს ამ აქტების შეჩერებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, შესაბამისად აუცილებელია, რომ ცვლილება შევიდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში, რომელიც განსაზღვრავს კომისიის სამართლებრივი აქტებს და მათი გასაჩივრების წესს (თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, კომისიის სამართლებრივ აქტებთან მიმართებით დათქმას აკეთებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე)“.

„მე მგონია, რომ სასამართლოს ნაწილი, როგორც კანონში არის, აბსოლუტურად გამართულია. ანუ სასამართლო კონტროლს გაივლის ამ მექანიზმის შემოღება - მმართველის დანიშვნა, ხოლო რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც თანმდევი იყო და რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის, ეს პირველივე კომუნიკაციისას მოვხსენით. დღეს კი არის კანონში, მაგრამ შეთანხმებული ვართ, რომ უკვე ჩაიხსნება“, - განაცხადა კახა ბექაურმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.