მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია ტელეკომ სფეროში გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო კონსულტაციებს ჩაატარებს

61b1fd5277264
მარიამ ვარადაშვილი
09.12.21 17:10
523
კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა. ინფორმაციას თავად მარეგულირებელი ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი წესით ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე - მომხმარებლების ინტერესებზე.

“დამტკიცებული პროცედურის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საჯარო კონსულტაციებს გამართავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების მიღება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონით გაცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე მომზადებული აქტის პროექტი შესაბამის ინფორმაციასთან ერთად განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი წერილობითი მოსაზრებები. გარდა ამისა, კომისიის ვებ-გვერდზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, სადაც სისტემატიზებულად განთავსდება საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტები, დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები და კომუნიკაციების კომისიის პასუხები,”-აცხადებენ კომისიაში.

მარეგულირებლის ცნობითვე, საჯარო კონსულტაციების პროცედურის მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც ტელეკომ ოპერატორები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა მიერ წარდგენილი არაერთი შენიშვნა და წინადადება კომუნიკაციების კომისიამ გაითვალისწინა.