10.მაისი.2016 17:30
ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს adjaranet.com-ზე დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს adjaranet.com-ზე დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა მოსთხოვა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შესულია შპს "იბერია–TV"–ს, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს "კინო დისტრიბუციის" და შპს "ჯი დი ეს თი ვის“ განცხადებები ვებ–გვერდზე www.adjaranet.com დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე.

კომისიამ შეისწავლა ზემოაღნიშნული განცხადებები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია და 2016 წლის 14 აპრილს წერილით მიმართა შპს „სი ჯი ელს“ (www.adjaranet.com) და მოსთხოვა 5 კალენდარული დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა განცხადებაში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ამასთანავე, კომისიამ აცნობა შპს "სი ჯი ელს“ (www.adjaranet.com), რომ იმ შემთხვევაში თუ შპს „სი ჯი ელს“ არ გააჩნდა განცხადებებში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაუყონებლივ მოეხდინა აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის www.adjaranet.com ამოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

შპს "სი ჯი ელს"-მა კომისიაში არ წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე კომპანიას ვებ-გვერდიდან www.adjaranet.com დაუშვებელი პროდუქცია არ ამოუღია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონის შესაბამისად, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პირი, ინტერნეტ პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, ხოლო ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კომისიის რეგლამენტის დარღვევა სანქციის დაკისრების საფუძველია.

"კომისიამ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, შემუშავებული მექანიზმების გამოყენებით მოახდინოთ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის განკავშირება ვიდრე ვებ–გვერდის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი www.adjaranet.com-ზე დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ ხორციელდება კონკრეტული დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა, კომისიის რეკომენდაციაა ინტერნეტპროვაიდერებმა უზრუნველყონ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე წვდომის შეზღუდვა", - განმტავენ კომისიაში.

20.ივნისი.2019 17:57
10

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:20
526

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად
20.ივნისი.2019 16:50
537

მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება ბიუჯეტს 30 270 ლარი დაუჯდა

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:45
646

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: არ მინდა, პარლამენტში რუსი დეპუტატების ხილვა

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:15
134

დამსაქმებელთა ასოციაცია: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი პროდუქციას გააძვირებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:50
784

„გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ ივანიშვილი მინისტრად საკუთარ სტომატოლოგს არ წარადგენდა“

ვრცლად