01.ოქტომბერი .2020 18:13

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ სპეციალური მმართველი დაუნიშნა

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ სპეციალური მმართველი დაუნიშნა
views 1760
უკან

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „კავკასუს ონლაინს“ სპეციალური მმართველი დაუნიშნა. გადაწყვეტილება კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. მათივე გადაწყვეტილებით, შპს "კავკასუს ონლაინის" სპეციალურ მმართველად მარიამ სულაბერიძე დაინიშნა. 

სპეციალური მმართველის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 8000 ლარი იქნება.

როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა, გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნა განპირობებულია იმით, რომ კომპანიის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციის დაწესებამ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება. 

"კავკასუს ონლაინის" სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ა(ა)იპ ოუფენ ნეტის დირექტორია.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე "კავკასუს ონლაინს" კიდევ ერთი 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ვადა ამოიწურა და „კავკასუს ონლაინმა“ კომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა