“გუშინ გვქონდა საუბარი რამდენიმე მინისტრთან, ეს იყო ინვესტორთა საბჭოს ფორმატი. აი, ამ ფორმატში გამოიკვეთა, რომ კომუნიკაციის გარკვეული პრობლემები არსებობს და ეს მეორე მხრიდანაც იქნა აღიარებული “ - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტრომა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბიზნესის მოლოდინები სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მათ ეცოდინებათ ის წყაროები, საიდან შეივსებს ქვეყანა კონკრეტულ დანაკლისს, რომელიც ახლა ეკონომიკაშია.
“ცალსახაა, ახლა გვაქვს ჩაკეტილი წრე, როდესაც კომპანიები, რომლებიც არიან ბიუჯეტის შემავსებლები, იქით ითხოვენ დახმარებას, იმიტომ, რომ ფულის გენერირება ვერ ხდება.
თუკი წყარო გაჩნდა და ითქვა სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ 3 მლრდ-მდე ავიდა ჯამური დახმარება და ეს არის უახლოესი თვეების დახმარება, ეს ნიშნავს, რომ გარკევული წყარო გვაქვს და თუ წყარო გვაქვს, ნიშნავს იმას, რომ ამ მხრივ ვართ უკვე ოპტიმისტური.
გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი რამდენიმე მინისტრთან, ეს იყო ინვესტორთა საბჭოს ფორმატი. აი, ამ ფორმატში გამოიკვეთა სწორედაც რომ კომუნიკაციის გარკვეული პრობლემები არსებობს და ეს მეორე მხრიდანაც იქნა აღიარებული.
ჩვენი ასოციაციის მხრიდან იყო საუბარი და ხაზგასმული, რომ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ძალიან სწორი გზავნილი, რა ვითარებაში მოხდება და რა ეტაპებად იქნება დაყოფილი ეს დახმარებები. ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ასევე ამერიკაშია, რომ ეს გეგმები დევს და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ჩვენთანაც ასე უნდა იყოს გამოყოფილი, უნდა იყოს განსაზღვრული დედლაინები და როგორც ვთქვი, მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რაშიც დაგვეთანხმნენ და დაგვპირდნენ რომ აქტიურობა გაგრძელდება”,- ამბობს ლევან ვეფხვაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის