მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონფერენცია კიბერრეალობა 2022 გაიმართა

633fd6f587fac
BM.GE
07.10.22 11:34
518
საბანკო ასოციაციის და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია კიბერრეალობა 2022 გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კიბერრეალობა ყოველდღიურად იცვლება, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიოში პირველადი მნიშვნელობის ამოცანადაა ქცეული.

"2004 წლიდან მოყოლებული, აშშ პრეზიდენტის და კონგრესის ინიციატივით, მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვედაა გამოცხადებული.
საქართველოს საბანკო ასოციაცია წელსაც უერთდება ამ საერთაშორისო მოძრაობას და კიბერრეალობა 2022 კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვის ფარგლებში მართავს.

კიბერრეალობის ცვლილების პარალელურად კერძო სექტორს და სახელმწიფოს არაერთი ცვლილების განხორციელება უწევთ ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კონფერენციაზე ერთის მხრივ ინფორმაციის გაცვლა და მეორეს მხრივ დიალოგი შედგა იმ რეგულაციებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების და მარეგულირებლების წინაშე დგას", - ნათქვამია საბანკო ასოციაციის ინფორმაციაში.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კონფერენციას კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან ერთად ვატარებთ. გვინდა, რომ დიალოგს ფართო მასშტაბი მიეცეს, კონფერენციას მომავალში რაც შეიძლება მეტი თანაორგანიზატორი შემოუერთდეს. დღეს მიზნად დავისახეთ კერძო თუ სახელმწიფო სექტორის ყველა ის წარმომადგენელი შევკრიბოთ, ვინც კიბერუსაფრთხოების ურუნველყოფაშია ჩართული - კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები, მარეგულირებლები, ინტეგრატორები“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

კიბერრეალობა 2022 კიბერუსაფრთხებისადმი მიძღვნილი პირველი კონფერენციაა, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციის და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.