მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონფერენციები 1 მარტიდან განახლდება, დამსწრეთა დასაშვებ რაოდენობაზე ჯერ მსჯელობენ

6038bdb6e91fd
ანუკა ჯოხაძე
26.02.21 13:30
943
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, კონფერენციები და ტრენინგები განახლდება, თუმცა როგორც კერძო სექტორი ამბობს, ამ დრომდე უცნობია, ის კონკრეტული გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც, ისინი ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებას შეძლებენ.

ტურისტული კომპანია TRAVEL SHOP-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე bm.ge-ისთან ამბობს, რომ კონფერენციები და ტრენინგები საქმიანი ტურიზმის შემადგენელი ნაწილია, თუმცა იმის გამო, რომ მათთვის კონკრეტული გაიდლაინები ჯერ უცნობია, საერთაშორისო პარტნირებთან მოლაპარაკებებს ვერ იწყებენ.

“ჩვენთვის უცნობია, მაგალითად, ტრანსპორტზე იგივე რეგულაციები რაც იყო, დარჩა თუ - არა. ასევე, რესტორნების შემთხვევაშიც საუბარი იყო 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის განთავსების შესაძლებლობაზე, მაგრამ არც ამაზე გვაქვს ზუსტი ინფორმაცია... საქართველოში ტარდებოდა ბევრი კონფერენცია, ტრენინგი თუ სემინარი, რომლის რეგულაციებიც არ გვაქვს. ვიცით, რომ მარტიდან ეს საქმიანობა დასაშვები ხდება, მაგრამ რამდენი ადამიანი შემიძლია ერთ სივრცეში დავსვა, ამის არანაირი რეგულაცია არ გვაქვს“, - აცხადებს ტურისტული კომპანია TRAVEL SHOP-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე.
თავის მხრივ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით, ზოგადი რეგულაციები და პროტოკოლი შემუშავებულია და ის ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იმასაც აღნიშნავს, ამბობს, რომ „რეგულაციები გარკვეულ ნაწილში შესაცვლელი და არსებულ რეალობაზე მოსარგებია“, მაგალითად, კონფერენციების შემთხვევაში, რომლის დეტალებზეც მსჯელობა, მედეა ჯანიაშვილის თქმით, ახლა მიმდინარეობს.

“ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით და ტუროპერატორების აქტიური ჩართულობით შევიმუშავეთ ტურისტების მიღების წესი. ის STOPCOVID პლატფორმაზე, ჩვენს ვებგვერდზეც და ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაზიარებულია - რა წესით უნდა მოხდეს ტურისტის მიღება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინფექცია დადასტურდა და როგორი უნდა იყოს მათი შემდგომი რეაგირება - ეს სარეკომენდაციო ხასიათის გაიდლაინები მათთვის ხელმისაწვდომია. არის საკონფერენციო დარბაზების ფუნქციონირების რეგულაციებიც, არის სასტუმროების და კვების ობიექტების რეგულაციებიც... ახლა, უბრალოდ, საუბარია საკონფერენციო დარბაზების შემთხვევაში, არსებული რეგულაციების მკაცრ დაცვაზე და ვფიქრობთ, გადავხედოთ მაქსიმალურად დამსწრეთა რაოდენობა ხომ არ შევზღუდოთ გარკვეულ რიცხვამდე, ამას კი, რა თქმა უნდა, სექტორთან აქტიური კომუნიკაციით გავაკეთებთ, რადგან მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელია“, - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.