მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონფლიქტები კომპანიის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს შორის და მათი მოგვარების გზები

60ab7d819a0f7
BM.GE
24.05.21 14:16
1263
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნეს სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი დამფუძნებელი და მათი ნაწილი არ არის ჩართული კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში, ანუ ე.წ პასიური პარტნიორის როლში არიან.

ბიზნესის ფუნქციონირება მრავალ ოპერაციას გულისხმობს, როგორიცაა სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების შეძენა და მიწოდება, შრომის ანაზღაურება, სესხის მიღება/გაცემა, საწესდებო კაპიტალში თანხების შეტანა/გატანა, დივიდენდის გამოცხადება და განაწილება, სალაროს ოპერაციები და სხვა.
არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც პასიურ და აქტიური დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს შორის წარმოიშვება კონფლიქტები ბიზნესის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანიის „KUDOS GEORGIA“-ს თანადამფუძნებელი - გიორგი ბალესიაშვილი გვესაუბრება კონფლიქტის მოგვარების გზებზე.

რა ქმედებებს მიმართავენ დამფუძნებლები თავიანთ კომპანიაში თაღლითობის აღმოსაჩენად?

სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ბიზნეს ოპერაციები შესაბამის ფინანსურ, მმართველობით და საგადასახადო აღრიცხვას საჭიროებენ. თუმცა არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი ნებსით თუ უნებლიეთ არ აწარმოებს შესაბამის აღრიცხვას. რაც პასიური პარტნიორების ეჭვის საფუძველი ხდება ხოლმე. დამფუძნებლები ცდილობენ გამოიკვლიონ თუ რამდენად კეთილსინდისიერად და ეფექტურად მუშაობდა კომპანიის ხელმძღვანელი, რა პოლიტიკითა და პროპორციით ხდებოდა დივიდენდის გამოცხადება/განაწილება, რა პრინციპითა და ოდენობით უნაზღაურდებოდათ თანამშრომლებს ხელფასი, ფიქსირდებოდა თუ არა არაგონივრული, ზენორმატიული ხარჯები და ა.შ.

ეჭვის გასაქარწყლებლად, როგორც წესი, პასიური პარტნიორები ითხოვენ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ვერ აწვდით მათ სრულფასოვან ინფორმაციას კომპანიაში გამოვლენილი კონკრეტული უზუსტობების შესახებ და დაინტერესებული მხარეც უკმაყოფილო რჩება - განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი

რა ინფორმაცია უნდა მიიღოს პასიურმა პარტნიორმა საკონსულტაციო კომპანიისგან ფინანსური საკითხების გასარკვევად?

პირველ რიგში აუცილებელია, დაინტერესებულმა მხარემ ჩამოაყალიბოს ინტერესის სფეროები. მაგალითისთვის:
• რამდენად სამართლიანად განაწილდა დივიდენდები დამფუძნებლებს შორის;

• საბაზრო ღირებულებასთან შედარებით რამდენად ადეკვატურ ფასად შეისყიდა კომპანიამ საქონელი ან მომსახურება და ამ კუთხით ჰო არ ჰქონია თანხების მითვისებას ადგილი;

• აღინიშნება თუ არა კომპანიაში ვირტუალური თანამშრომლების ან სერვისის მომწოდებლების აყვანის და მათზე საზღაურის გაცემის ფაქტები;

• რამდენად კანონიერად იხდის კომპანია სახელმწიფო გადასახადებს და ნაწილდება თუ არა საბიუჯეტო გადასახდელი თანხები სხვა დანიშნულებით;

• ფიქსირდება თუ არა კომპანიაში არაგონივრული საოპერაციო თუ არასაოპერაციო ხარჯები;

• აღინიშნება თუ არა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავლები, რომლებიც შემდგომ არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად ნაწილდება. - მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი

რამდენად დიდია ამ ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნა?

ბოლო პერიოდში მსგავს მომსახურებაზე მომართვიანობა მატულობს, საქართველოში იშვიათად ვხვდებით ბიზნესს, სადაც ყველა დამფუძნებელია ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, შესაბამისად, ბუნებრივია პასიურ დამფუძნებელს აინტერესებს რამდენად კეთილსინდისიერად საქმიანობს მისი პარტნიორი, რომელიც ხელმძღვანელობს ფირმას.
ჩვენს ქვეყანაში, ასევე ხშირი პრაქტიკაა, მეგობრობაზე დაფუძნებული ბიზნესი, ამიტომ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, დამფუძნებელ მეგობრებს უნდა ერჩივნოთ დამოუკიდებელი პროფესიონალის დაქირავება მეტი გამჭვირვალობისთვის.

KUDOS GEORGIA-ს კორპორატიული დავების დეპარტამენტის ფინანსისტებისა და იურისტების პროფესიონალთა ჯგუფი, კომპანიის საქმიანობის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული პროცედურებით უზრუნველყოფს უზუსტობების, შეუსაბამისობების გამოვლენას და დაინტერესბეული მხარეებისთვის მათ წარდგენას - განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი.

(NS)