მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ კორუფცია არ შემცირდება

5f04188b4c305
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.20 10:42
16280
2021 წელს საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მისაღები დახმარების 15% შეუჩერდეს - ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარება შეიძლება იყოს. ამ ცვლილებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რაც  სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 326-გვერდიანი კანონპროექტით, 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები არის განსაზღვრული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები. 

კანონპროექტში წერია:

"დახმარება -
ამ აქტის მესამე და მეოთხე თავების თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილ იქნას არანაკლებ $132,025,000-ის მოცულობის დახმარება.

სახსრების შეჩერებ
ა - განსაზღვრული დახმარება, არ იქნეს გამოყოფილი, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა:

A) განამყაროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები;

B) ებრძოლოს კორუფციას მთავრობაში, მათ შორის განამტკიცოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები;

C) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოელი ბიზნესმენების უფლებები, მათი ფინანსური ინტერესები და ინვესტიციები.

გამონაკლისები - დახმარების შეჩერების პარაგრაფით განსაზღვრული შეჩერება არ შეეხოს იმ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ასევე, მიმართულია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად,"- ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ შეჩერება შეიძლება არ მოხდეს, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.

შესაბამისად, კანონპროექტის შეჩერებით გათვალისწინებული მუხლით, საქართველოს $19.8 მილიონი დოლარის დახმარების მიღება შეიძლება შეუჩერდეს.

კანონპროექტის ტექსტი, (ჩანაწერი საქართველოს შესახებ გვერდი 226):