მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადება ივანიშვილის სანქციების შესახებ ჩანაწერზე

5ee76c16638d7
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.20 16:42
2600
"რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა დონ ბეიკონმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა. საგარეო პოლიტიკის შესახებ სტრატეგიულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა მიიღოს პერსონალური სანქციები ოლიგარქების - ბიძინა ივანიშვილისა და ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ.

კონგრესმენი დონ ბეიკონი ამბობს, რომ ის ეთანხმება სტრატეგიული დოკუმენტის სულისკვეთებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირეების წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები უნდა მიიღოს, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტი მათ მიერ დაქირავებული ექსპერტების მიერ მომზადდა ის ზუსტად ვერ გააკეთებს კომენტარს უშუალოდ იმ აბზაცზე, სადაც ივანიშვილზე არის საუბარი. საქართველოს შესახებ კი კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველო აშშ-ის მოკავშირეა. 

“დოკუმენტის შედგენაში ჩვენ დავიხმარეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებმაც დაამუშავეს და შექმნეს ის. მე უფრო მეტად სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დოკუმენტის სულისკვეთების შემუშავებაში ვიყავი ჩართული.

ჩვენ გვინდა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა. საქართველო ჩვენი მეგობარია. საქართველოს ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივეს თქმა შემიძლია უკრაინასა და უკრაინელ ხალხზეც, რომელთაც ხილვაც ჩვენ დასავლურ თანამეგობრობაში გვსურთ ვიხილოთ. 

თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ პუტინს და რუსეთის ხელმძღვანელობას ამ ქვეყნებში ჰყავთ თანამოაზრეები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ იმ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენ ვიზიარებთ,” - განაცხადა კონგრესმენმა.

კონგრესმენების მიერ მომზადებული დოკუმენტი:

ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც დასათაურებულია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

დოკუმენტში საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს დეზინფორმაციის კამპანიების გამო. ამასთან, კონკრესმენები წერენ, რომ ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე; და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

„უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს ანგარიში, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მარიონეტული და დაქირავებული არმიების დახმარებით“, - წერია დოკუმენტში.

კონგრესმენები ასევე საუბრობენ საქართველო-აშშ-ის კავშირებზე.

“საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა, თუმცა სენატმა ჯერ არა, ითვალისწინებს იმას თუ როგორ შეიძლება აშშ-მა იმუშაოს საქართველოსთან ერთად რუსეთის დეზინფორმაციებთან ბრძოლაში და საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს.