მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესმენი არ მალავს, რომ დაკავშირებულია "ფრონტერასთან" - თალაკვაძე ოლსონის ტონს იწუნებს

5e31959c0d7ed
დავით ჯალაღონია
29.01.20 18:22
1157
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული მხარე კომპანია "ფრონტერასთან" მიმდინარე საარბიტრაჟო დავის დეტალებზე ამ ეტაპზე არ ისაუბრებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს, ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

"რაც შეეხება ბატონი ოლსონის განცხადებას, ის არ მალავს, რომ დაკავშირებულია კომპანია "ფრონტერასთან". "ფრონტერასთან" დავა არის საერთაშორისო არბიტრაჯში, ჩვენ ვიქცევით პასუხისმგებლიანად და ამ დავის შესახებ განცხადებებს არ ვაკეთებთ, ვიდრე არბიტრაჟი სიმართლეს არ დაადგენს და შემდეგ გავაკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს. მე ვერ მოვუწონებდი ტონს ბატონ ოლსონს და იმ განცხადებას, რომელიც მან გააკეთა. ეს არ არის პოზიცია, სხვათაშორის, რომელსაც მისი კოლეგა კონგრესმენები იზიარებენ და როდესაც ჩვენი ვიზიტები დასრულდება, თქვენ ამას დაინახავთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეს.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-სგან სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საქართველოში საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას მოითხოვს. თავის მხრივ, Frontera-ც უყენებს სახელმწიფოს მოთხოვნებს. 2018 წლის სექტემბერში კომპანიამ არბიტრაჟში შეიტანა განაცხადი, იმ მოთხოვნით, რომ საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მას $3.5 მილიარდი დოლარის მოცულობის კომპენსაცია გადაუხადოს.