18.აგვისტო .2019 12:35

Konica Minolta საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას გახსნის - მიხეილ ხიდურელი

views 2239
უკან

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, კომპანია Konica Minolta-ს საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას აანონსებს, თუმცა კონკრეტული დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.

"Konica Minolta - ელექტრო ტექნიკის, პრინტერების და სხვადასხვა მასალების და სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანია საქართველოში რეგიონულ ოფისს გახსნის, საიდანაც სერვისს მეზობელ ქვეყნებს მიაწვდის. გათვალისწინებულია საწყობის გადმოტანაც“, - ამბობს მიხეილ ხიდურელი „საქმიან დილასთან“.

მისივე განცხადებით, საქართველოში იქნება ოფიციალური წარმომადგენლობის გაყიდვების წერტილი, საიდანაც რეგიონის მასშტაბით მოხდება როგორც პროდუქტების გაყიდვა, ასევე გაყიდულ პროდუქტებზე სერვისის მიწოდება.

„ჩვენ პერსპექტივაში უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესების აუთსორსინგი აქედან მოახდინოს და გარკვეული სახის IT მიმართულებების გადმოტანა მოხდეს. ეს არის პირველი ნაბიჯი. ამ ეტაპზე ჩეხეთის ოფისიდან არიან წარმომადგენლები ჩამოსულები, თუმცა ნელ-ნელა გაფართოებასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებსაც დაასაქმებენ.

იაპონია არის ისეთი კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც ერთ დღეში ჩვენთან საწარმოს გადმოტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ იღებს, თუმცა სწორი მიდგომებით და არა - პირდაპირ საწარმოზე ლაპარაკით, არამედ ჯერ წარმომადგენლობის გახსნის შეთავაზებით და ბიზნეს გარემოს გაცნობის შემდეგ, დგება უკვე სხვა ეტაპები“, - ამბობს მიხეილ ხიდურელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა