მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონკურენცია აქამდე ხელოვნურად იყო შეზღუდული" - მინისტრი თურქეთიდან წამლების იმპორტზე

61e71c7a898ff
BM.GE
18.01.22 23:40
996
თურქეთიდან საქარველოში მედიკამენტების იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებას, ეკონომიკის მინისტრმა კლასიკური მაგალითი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანა ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს მიიღებს.

„ამ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ინფლაცია. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლარის კურსი დასტაბილურდა, დადებითი მოლოდინები გვაქვს, მაგრამ ამავდროულად, დიდი გამოწვევაა მაღალი ინფლაცია, რაც პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოიტანა. დავაანონსეთ კიდეც, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გადატეხილი იქნება. აქ სხვადასხვა ბერკეტი იმუშავებს. მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით, ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს მივიღებთ.

კონკურენცია აქამდე ხელოვნურად იყო შეზღუდული. ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, თანაბარი დასახელებისა და თანაბარი ზემოქმედების მედიკამენტი ღირდა სამჯერ და ოთხჯერ უფრო იაფი თურქეთში, ვიდრე საქართველოში, რაც ნონსენსია. ბაზრის გახსნა აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. უნდა მოხდეს მომხმარებლის ინტერესების დაცვა. დაუშვებელია პოლიტიკური ბერკეტების შექმნა და ხელოვნურად ჩაკეტვა. ეს იწვევს სხვადასხვა მახინჯ პრაქტიკას. მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, გადასულიყვნენ თურქეთში და იქ შეეძინათ მედიკამენტები.

ამ გადაწყვეტილებამ დადებითი მოლოდინები გააჩნია. უახლოეს ხანში კონკურენცია გაფართოვდება და ეს დაარეგულირებს ზოგადად, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებს,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.