მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონკურენცია ძალას გვმატებს“ - ვასილ ხოდელი „ლიბერთის“ კონკურენტულ უპირატესობასა და სისუსტეებზე

607c9f7840646
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.21 09:00
803
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის შეფასებით, კონკურენცია საბანკო სექტორში საკმაოდ დიდია, რაც მათ გუნდს მეტ ძალას აძლევს.

Forbes Talks-ში სტუმრობისას ბანკის მმართველმა აღნიშნა, რომ მას საბანკო და ნებისმიერი სფერო კონკურენციის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

„მიუხედავად იმისა, რომ ზომებში ტოპ ბანკებსა და დანარჩენ ბანკებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. კონკურენცია საკმაოდ დიდია. ჩვენ გვიხარია კონკურენცია. ის მეტ ძალას გვმატებს“, - აცხადებს ბანკის მმართველი.

ვასილ ხოდელი „ლიბერთის“ სამ კონკურენტულ უპირატესობას ასახელებს და ამბობს, რომ მისთვის პატივია ისეთ გუნდთან შეერთება, რომელიც ბანკს ჰყავს.

„რაც შეეხება ჩვენს კონკურეტულ უპირატესობას, ეს არის - ძლიერი, გულანთებული, შედეგების დადებაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც აქ დამხვდა;

მეორე - ინფრასტრუქტურული უპირატესობაა, ჩვენ ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს მიწაზე. ეს უპირატესობა გვაქვს და გარკვეული პერიოდი ნამდვილად გვექნება, მიუხედავად იმისა რომ გაციფრულება ჩვენთან აქტიური ტემპებით მიმდინარეობს;

მესამე - ფინანსური თვალსაზრისით, რომ შევხედოთ ეს ჩვენი საბალანსო უწყისია, რომელშიც ლარიზაცია დღეს საბანკო სისტემაში ყველაზე მაღალია. ანუ ჩვენ ყველაზე გამძლე ვართ იმ შოკების მიმართ, რომელიც გვქონდა და ახლაც გვაქვს და გვგონია, რომ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ.

ჩვენი სასესხო პორტფელის 75%-ზე მეტი ლარში გვაქვს დენომინირებული. ანალოგიური სტრუქტურა გვაქვს პასივების მხარეს. აბსოლუტურად დაბალანსებულია, მაშინ როდესაც სისტემებში ეს კოეფიციენტი აბსოლუტურად შებრუნებულია და ლარიზაციის კოეფიციენტი უხეშად 45%-47%-ის ფარგლებში ტრიალებს“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

„ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელმა ბანკის სუსტ მხარეებზეც ისაუბრა, თუმცა აღნიშნა რომ ბანკში სისუსტეების აღმოჩენა და მათი „შესაძლებლობებში თარგმნა“ ახარებთ.

„სისუსტეებს, სუსტ მხარეებად არ მოვიხსენიებდი. რაც უფრო ბევრ სისუსტეებს ვნახულობ მიხარია, რადგან ისინი შესაძლებლობად მიმაჩნია. ვხუმრობთ კიდეც, რომ თუ ვინმე სისუსტეს იპოვის, რომელიც შესაძლებლობაში ვთარგმნით, გვიხარია.

ერთ-ერთი ნაწილი ეფექტურობაა, ე.წ. საზომი. მაგალითისთვის ასეთი საზომი იყო ხარჯების თანაფარდობა შემოსავლებთან. გასულ წელს ეს მაჩვენებლი საკმაოდ მაღალი გვქონდა. დაახლოებით 70%-ს გადააჭარბა. ჩვენ შევძელით და 65%-იან ნიშნულზე ჩამოვედით. ის რესურსი და შესაძლებლობა, რაც გაგვაჩნია მეტი შედეგების დადების საშუალებას გვაძლევს“, - განმარტა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.