მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო 7 ბაზარს სწავლობს, მათ შორის პურის ფასს ისევ იკვლევს

5e19b40551ef5
თათია ჩაფიჩაძე
11.01.20 17:45
1543
კონკურენციის სააგენტო ამ დროისთვის 7 ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს, რომელთა შორის არის ნავთობპროდუქტები, პურ-პროდუქტები, რითეილისა და დისტრიბუციის სექტორი, ასევე ფარმაცია.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შედეგების ნაწილი წლის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

„ამ დროისთვის სააგენტოში 7 ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, მათ შორის არის ფარმაცია, ნავთობპროდუქტები, პურ-პროდუქტები, რითეილისა და დისტრიბურციის სექტორი. ასევე არის გარკვეული საკითხები, რომლებიც წლებია მიმდინარეობს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩვენ ნაწილს დავხურავთ. მიუხედავად იმისა, რომ ვადები არ აქვს, ჩვენ არ გვინდა წლები გრძელდებოდეს რიგი მონიტორინგები. გვინდა მაქსიმუმი ამოვიღოთ შესაძლებლობის ფარგლებში და სადაც ვხედავთ, რომ არ არის საფუძველი შემდგომი პროცესის გაგრძელებისა, ეს თემები დავხუროთ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ორი მოკვლევა – ერთი, ეს არის კერძო კომპანიასთან მიმდინარე საკითხები, სადაც საუბარია, რომ გარკვეული კანონის მუხლები იქნა დარღვეული სხვადასხვა ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებაში და აქაც ალბათ, ერთი 2020-ის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი და მეორე – ცოტა მოგვიანებით.

ასევე, ოთხი მიმდინარე კანონპროექტია, რომელთა აღსრულების ნაწილიც ეხება კონკურენციის სააგენტოს. ყველა მათგანი ინიცირებულია პარლამენტში. ყველაზე ახლოს იქნება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის“ კანონპროექტის მიღების საკითხი, რომელიც ჩვენ აღსრულების ნაწილში გვეხება და თუ ეს მიღებული იქნება, ჩვენ მოგვიხდება დეპარტამენტის დამატება. ასევე, ინიცირებულია „კონკურენციის შესახებ კანონი“, რომელიც ბევრად უფრო გაუმჯობესებულია და ბიზნესთან რიგ საკითხებზე შეთანხმება არსებობს; ასევე „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი“ და „შესყიდვების შესახებ კანონში“ ცვლილება დავების განხილვის ნაწილში, რომელიც ასევე უნდა შემოვიდეს კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში. სავარაუდოდ ეს მომავალი წლიდან გახდება ჩვენი ნაწილი“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.