19.მაისი .2022 17:24

კონკურენციის სააგენტო ბაზარზე საზამთროს შესაძლო დემპინგს შეისწავლის

კონკურენციის სააგენტო ბაზარზე საზამთროს შესაძლო დემპინგს შეისწავლის
views 2271
უკან

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ფერმერებმა სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ბაზარზე შედარებით იაფად საზამთროს იმპორტი ხორციელდება.

“საზამთროს ფერმერებმა დასვეს საკითხი, რომ უცხო ქვეყნებიდან შემოსული იაფი იმპორტი მათ სერიოზულად უქმნით [პრობლემებს] და შესყიდვებს უზღუდავთ. ეს კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა ეს პროცესი სადამდე მივა, არ ვიცით.მზად ვართ, თუ მართლა პრობლემაა... ერთი კომპანიაა… კომუნიკაცია გრძელდება. მცირე მოკვლევას ჩვენთვისაც ვაკეთებთ და შევხედავთ ვითარებას”,-განაცხადა ლექვინაძემ.

BMG-ს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე საზამთროს ბაზრის მოკვლევა არ მიმდინარეობს.