მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო ფარმაციის ბაზრის მონიტორინგს წლის ბოლომდე დაასრულებს

5e187ee08e29a
თათია ჩაფიჩაძე
10.01.20 19:50
1567
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა კომპანიების მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება.

„ფარმაციის სექტორის მონიტორინგი დაწყებულია 2018 წლის დასაწყისში და არსებობს ორწლიანი გეგმა. პირველადი ინფორმაცია არის გამოთხოვილი, განსაზღვრულია ბაზრის მახასიათებლები, ასევე განსაზღვრულია ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლები და ახლა გადავდივართ შედგომ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინფორმაციის განახლებას.

შერჩეულია ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გარკვეული ჯგუფები. საკმაოდ შრომატევადი პროცესია, იმის გამო, რომ ბევრი ბაზარია, ბევრი დასახელებაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს ვაგრძელებთ იმ გეგმის მიხედვით, რაც არსებობს. ერთადერთ მცირე სირთულეს, რასაც ვაწყდებით, არის ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელი იმიტომ, რომ ამის ვალდებულება კომპანიებს არ აქვთ და ვაპირებთ, ინდივიდუალირი კომუნიკაციით კომპანიებსაც ვუთხართ, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. აუცილებელია სრულყოფილი ინფორმაციის არსებობა რადგანაც ძალიან ბევრი სპეკულაციაა, ბევრი სამართლიანი მოთხოვნააცაა, ამიტომ კომუნიკაცია გვჭირდება.

ჩვენი გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე გვაქვს ვადა და ამ პერიოდში ვფქრობ, რომ დასკვნა დაიდება“ - განაცხადა ლექვინაძემ.