მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო პანდემიის გამო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას მესამე წელს დაასრულებს

60803f5ecc3f0
ელენე გოგბერაშვილი
21.04.21 23:00
1757
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე საწვავისა და ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი სააგენტომ 2019 წელს დაიწყო და დასკვნის მოსამზადებლად ორწლიანი გეგმა შეიმუშავა, რისი დროც 2020 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე „ საქმის კურსთან“ აცხადებს, ბაზრის მონიტორინგის შედეგები მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი. სანამ კონკრეტული შედეგები არ იქნება ლექვინაძე  მიგნებებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ექნებათ რეკომენდაციები, რადგან სხვა ბაზრებთან შედარებით ფარმაცევტულ ბაზარზე შედარებით მაღალი კონცენტრაცია იკვეთება.

„გამომდინარე იქიდან, რომ გასული წელი იყო პანდემიური წელი და ამას შეიძლება გამოეწვია გარკვეული ცვლილებები ეკონომიკური აგენტების მოქმედების კუთხით, ამიტომ ერთი წლით გავაგრძელეთ მონიტორინგის პროცესი და წლის ბოლოს გვექნება შედეგები. ჩვენ აქტიურად ვამუშავებთ ბოლო 3-4 წლის ინფორმაციას. შერჩეული გვაქვს მედიკამენტების 6 ძირითადი ჯგუფი, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი და რომელზეც ვიკვლევთ როგორც ფასთწარმოქმნას, ისე კონკრეტული კომპანიების წილებს და ბაზრის სტრუქტურას.

ჩვენ გვექნება საკმაოდ კვალიფიციური ანალიზი წლის ბოლოსთვის და ასევე შეფასებები და რეკომენდაციები თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ თუ არის ბაზარი მაღალკონცენტრირებული და თუ პირობითად დღეს ძალაუფლების ცენტრი არის მომწოდებლების და არა მომხმარებლების მხარეს, რა უნდა მოხდეს, რომ ეს სურათი შეიცვალოს. მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე მომხმარებლის მხარეს იყოს ძალაუფლების ცენტრი, რადგან ეს აძლიერებს მხოლოდ კონკურენციას“-აცახდებს ლექვინაძე და დასძენს, რომ მათი დაკვირვებით მედიკამენტებზე ფასების დინამიკის ზრდას ძირითადად სავალუტო კურსი იწვევს.