მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ "ჯი-თი მოტორსის" მომართვის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

5ee9bcb360888
ელენე გოგბერაშვილი
17.06.20 10:51
905
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს "ჯი-თი მოტორსის" საჩივრის საფუძველზე მოკლევა დაიწყო. თემა ეხება კონკურენტი კომპანია შპს "ჯ.თ. მოტორსის" მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს. საჩივარში საუბარია, ავტოტექმომსახურეობის სფეროში, საქმიანობის იდენტურობაზე - როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს.

შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც - დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინიციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ.

"2020 წლის იანვარ-მაისში, კონკურენციის სააგენტომ 1 მოკვლევა დაასრულა, სადაც დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამ დროისთვის, ზემოთაღნიშნული თემის გარდა, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა.

ამავე პერიოდში, სააგენტომ 4 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის, ჩვილ ბავშთა კვების და ავტოდაზღვევის ბაზარი), მიმდინარეობს 3 ბაზრის (პურ-პროდუქტები, საავტომობილო საწვავი და ფარმაციის ბაზარი) მონიტორინგი", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.