2022 წლის 1 ნოემბრიდან, კონკურენციის სააგენტომ ახალი მანდატის ფარგლებში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე bm.ge-სთან განმარტავს, განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებზე მოდის.
5 თვის განმავლობაში სააგენტოში 200-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც 5 შემთხვევაში დადასტურდა მომხმარებლის უფლებების დარღვევა. რაც შეეხება სექტორებს, ლექვინაძის განმარტებით, საჩივრების ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ტანსაცმლით ვაჭრობაზე მოდის.
“კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შემოსულია 190 განაცხადზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 120 შემთხვევაში დაიწყო საქმის შესწავლა, დაახლოებით 30 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული 50 საქმესთან დაკავშირებით. 5 შემთხვევაში გვაქვს დარღვევის დადასტურება და 2 შემთხვევაში დარღვევის არ დადასტურება.
ძირითადად საკითხები მოდის, რომელიც ეხება ონლაინ შემთხვევის დროს წარმოშობილ პრობლემატიკას და პრეტენზიებს, დაახლოებით 80%-ია ასეთი საქმეების რიცხვი.
განაცხადების ძირითადი ნაწილი მოდის თბილისზე, დაახლოებით 90% და ამას ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ რეგიონებში მეტი აქტივობა გვჭირდება საინფორმაციო კამპანიის კუთხით“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის თანახმად, თითოეული მოვაჭრე, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში ვალდებულია მომხმარებელს სრული ინსტრუქცია მიაწოდოს ქართულ ენაზე, სადაც პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაბრუნების პირობები და სხვა დეტალები იქნება გაწერილი. ასევე, კანონის თანახმად ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. მაგალითად, თუ პროდუქტს ეტყობა მოხმარების კვალი ან თუ პროდუქტს დაკარგული აქვს პირველადი სახე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მოვაჭრეს აქვს უფლება არ დაიბრუნოს, ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი