მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ კომპანიების მიერ დაგეგმილ ოთხ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა

5eaffe3eee3a3
ინგა მურუსიძე
04.05.20 15:07
1083

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, კომპანიების მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, 2019 წელს, სხვა წლებთან შედარებით, ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, კონცენტრაციები, რომელზეც სააგენტომ თანხმობა გასცა შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს კაპიტალისა და მოტორსტარის 80% წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია; საქართველოს კაპიტალის, ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის კონცენტრაცია, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% წილის შეძენას; საქართველოს კაპიტალისა და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის 80% წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია და სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ 80% წილის შეძენაზე შესული შეტყობინება.

ამასთან, დღეს არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის პროცესში, სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკონომიკურ აგენტებს არ აქვთ.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი, დღეის მდგომარეობით, ინიცირებულია პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: საკითხის შესწავლის ვადების გაზრდას; სავალდებულო ხდება სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს ეკისრება 3000 ლარიანი ჯარიმა"