მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივარზე მოკვლევა დაიწყო

60e2b451dd615
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.21 12:42
502
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი „ჯეო-ჰოსპიტალსისა“ და რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხება.

„საჩივრის მიხედვით, დავის საგანს არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენა წარმოადგენს, რაც შესაბამისი ბაზრის შეზღუდვაში ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებით და მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ექსკლუზიური სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების დადებით გამოიხატება.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა - კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი მოამზადოს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის: 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 2 საქმე და 3 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა.