მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიში მთავრობას წარუდგინა - როდის გასაჯაროვდება ანგარიში?

62f6697c37a6a
მარიამ ვარადაშვილი
12.08.22 18:52
1209

გუშინ ეკონომიკის სამინისტროში პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობა ელოდება, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასი შემცირდება. შეხვედრაში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, რომელმაც ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

BMG-მ კონკურენციის სააგენტოს ჰკითხა საწვავის ფასის შემცირების დაპირება მთავრობის წევრებმა, კონკრეტულად კი ეკონომიკის მინისტრმა იმპორტიორებისგან მიიღო თუ რა გახდა ეკონომიკის მინისტრის ამ განცხადების საფუძველი. ამაზე სააგენტოში ამბობენ, რომ ლევან დავითაშვილმა, ეს შეხვედრაზე განხილული საკითხების საფუძველზე განაცხადა. 

“შეხვედრაზე მსჯელობა იყო არსებულ ვითარებაზე, უახლოესი პერიოდის პროგნოზებზე და მოლოდინებზე. შესაბამისად, ვიცე პრემიერის შეფასება ეყრდნობოდა შეხვედრაზე განხილული საკითხების შედეგებს”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კერძო სექტორთან ერთად საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები განიხილება, რამაც შესაძლებელია ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე, დავინტერესდით აქვს თუ არა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ამ ეტაპისთვის ასეთი ბაზრები გამოკვეთილი, რადგან საწვავის ბაზრის მონიტორინგი მიმდინარე წელს სააგენტომ უკვე ჩაატარა. 

“საავტომობილო საწვავის ბაზარზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის მისაღები ფასით პროდუქციის მიწოდება ეს ქმნის საფასო უპორატესობას და კონკურენციას კომპანიებს შორის, შესაბამისად კომპანიები თავად ზრუნავენ იაფი წყაროების მოძიებაზე, რომ  კონკურენციაში ფასისმიერი უპრატესობა მოიპოვონ და მეტი მომხმარებელი მოიზიდონ”, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით, იმპორტიორებთან შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგებიც წარმოადგინა. BMG-ის კითხვის მიუხედავად სააგენტოში არ ამბობს რა გამოიკვეთა მონიტორინგის შედეგად.

“დიახ, ჩვენ ამ შეხვედრაზე 2022 წლის 7 თვის ანგარიში და შეფასებები წარვადგინეთ, ასევე ივნის-ივლისში დაფიქსირებული ტენდენციები, გვაქვს კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია შეფასებების და აქტუალური საკითხების განხილვის ნაწილში. ანგარიში უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება”,-აღნიშნა ლექვინაძემ.