16.იანვარი .2023 16:20

კონკურენციის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
views 446
უკან

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის დაწყებას ადგილობრივი ფერმერების მიმართვა დაედო საფუძვლად.

"მონიტორინგის მიზანია შეფასდეს ბაზარზე არსებული ვითარება კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, მათ შორის, სეზონულ ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა.

მიმდინარე რეჟიმშია - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების და გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა