ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდება - „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“.
მათივე ცნობით, გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 მარტია.
"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა კონფერენციას „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“ გამართავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ.
სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ნაშრომები უნდა მოამზადონ ტურიზმში მწვანე ინვესტიციების შესაძლებლობების შესახებ, მათ მიერ შერჩეულ (ქვეყნის, კურორტის, ქალაქის, სოფლის, სასტუმროს ან სხვა ტურიზმის სერვისის მიმწოდებლის) დონეზე. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება, კონფერენციის ფინალურ ეტაპზე გასულ ყველა გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი.
ანგარიშები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში აიტვირთება.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობას და სტუდენტების ჩართულობას ტურიზმის განვითარების საკითხებში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
30 მარტი - გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს;
6 მაისი - რეგისტრირებული გუნდების ანგარიშების მიღების ბოლო ვადა (მოცულობა 10-15 გვერდი);
10 მაისი - ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების გამოვლენა;
21 მაისი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.
საკონტაქტო ინფორმაცია: ctsconference2023@cu.edu.ge
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი