მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსოლიდირებულ ტენდერებში მთავრობამ 0.5 მლრდ ლარზე მეტი დახარჯა

62839e21b05c3
ნინო ტაბატაძე
17.05.22 22:48
854
კონსოლიდირებული ტენდერებში მთავრობამ 0,5 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა.

შესყიდვების სააგენტოს სტატისტიკით, 2021 წელს 526 583 954 ლარის ცენტრალიზებული შესყიდვა მოხდა. ეს გასულ წელს ტენდერებზე დახარჯული თანხის (5.75 მლრდ) 9%-ია.

ჯამურად კონსოლიდირებული ტენდერების საწყისი სავარაუდო ღირებულება 545 მლნ. ლარი იყო, ხოლო ელექტრონულ ვაჭრობაში დაფიქსირებული საბოლოო ღირებულება 526 მლნ. ლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ვაჭრობის შედეგად მიღებულმა ეკონომიამ დაახლოებით 19 მლნ. ლარი შეადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ შედარება მოხდება შესყიდვის ობიექტების საცალო და საბითუმო ფასებთან მიმართებაში ეკონომია 76 მლნ ლარს აჭარბებს.

„ინტენსიურად ხორციელდება ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობა, რათა მოხდეს ახალი საქონლის/მომსახურების იდენტიფიცირება, რომელთა ცენტრალიზებული შესყიდვაც გამართლებული იქნება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

eProcurement სისტემის მეშვეობით ასობით ცენტრალიზებული შესყიდვა ხდება. კონსოლიდირებული ტენდერებით მთავრობა ახდენს მათ შორის: საწვავის, მედიკამენტების, პირველკლასელთა კომპიუტერების, ავტომობილების, ავტოდაზღვევის, ასევე საბეჭდი ქაღალდის და სხვ. საქონლისა და მომსახურების შესყიდვას.