მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსორციუმი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი ამერიკული ფონდია

5d84e7f5e495e
BM.GE
20.09.19 18:46
1051

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმიას ეხმაურება და განმარტავს, რომ Merdian-ი არ არის ერთადერთი ინვესტორი, რომელსაც კონსორციუმი პორტის პროექტში ინვესტირების მიზნით ესაუბრება.

"კონსორციუმი განმარტავს, რომ მერიდიანი არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის. 

კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის"-აცხადებენ კონსორციუმში.

შეგახსენებთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" რამდენიმე დღის წინ "კონტი ჯგუფის" ჩამნაცვლებლად ანაკლიის პორტის პროექტში ცენტრალურ აზიაში მოღვაწე ინვესტორების მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ჯგუფი "მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი" წარადგინა.