მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს

5f2284accd990
ინგა მურუსიძე
30.07.20 12:27
938
„ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ADC-ისა(ანაკლიის განვითარების კონსორციუმი) და ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და მისი აგრესიული კამპანია, მიმართული პროექტის, ADC-სა და მისი ინვესტორების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, განპირობებულია რამდენიმე მოტივით, რომელთაგან ორი არის ძალზედ აშკარაა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს და ADC-ს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, ბობ მეიერის შეხედულებას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორებს ღრმად სწამთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა უნდა განხორციელდეს და რომ პროექტი შექმნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობას საქართველოსთვის. თუმცაღა, აღნიშნული წარმატება მხოლოდ მთავრობის აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი, და ჩვენ გვსურს გამოვნახოთ გზა, რათა ეს პროექტი კვლავ განხორციელდეს.

მიუხედავად ამისა, ADC-მა და მისმა ინვესტორებმა უნდა დაიცვან მათი უფლებები და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართეთ, რათა გვეთანამშრომლა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთავრობასთან, შესაძლო გამოსავლის მოძებნის მიზნით, ჩვენ ყოველ ჯერზე მივიღეთ მტკიცე უარი.

როგორც პატრიოტული ჟესტი, ADC-მა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს ADC-ის, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა, და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს
პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის.

მთავრობა ყველას არწმუნებს, რომ მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება, ვინაიდან, ADC-იმ ვერ შეასრულა ხელშეკრულების გარკვეული ვალდებულებები. სინამდვილეში, მთავრობა მიზანმიმართულად მოქმედებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ADC-ის ვერ განეხორციელებინა პროექტი წარმატებით. ამ შემთხვევაში, მთავრობამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებები, ვინაიდან მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტეს, რომ პროექტის წარმატება იყო მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგო. ამ პროცესში, კი მთავრობამ დააზარალა ქართველი ხალხი.

საქართველოს მთავრობის (პარტია ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით) მხრიდან, ADC-ისა და ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და მისი აგრესიული კამპანია, მიმართული პროექტის, ADC-სა და მისი ინვესტორების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, განპირობებულია რამდენიმე მოტივით, რომელთაგან ორი არის ძალზედ აშკარა. პირველი, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. მეორე, როგორც გამოიკვეთა, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ, რომელმაც ნათლად აღნიშნა, მისი უარყოფითი დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის (რომელიც არის ძალიან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან) და მასთან დაკავშირებული დასავლური მხარდაჭერის მიმართ.
ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა იმ ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას, ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხიმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია. ხელს უშლის სამუშაო ადგილები შექმნას და დოვლათის შემოსვლას, და ხელიდან უშვებს გადამწყვეტ მომენტს, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გახდეს რეგიონული ჰაბი აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის.

შეჯამებისთვის, იმ მიდგომით, რომლითაც მთავრობამ განახორციელა შეტევა ADC-ზე, მის ინვესტორებსა და პროექტზე, მთავრობა შესაძლოა არღვევდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში შემოთავაზებული დახმარების ერთ-ერთ პირობას, რომლის თანახმად, დახმარების 15% იქნება შეჩერებული მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა, კანონმდებლობის თანახმად, „იცავს უცხოური ბიზნესის ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ საქართველოში ბიზნესის წარმოება რაიმე ძალდატანების გარეშე და ასევე, შეუძლიათ სრულად მიიღონ ყველა კომერციული და ფინანსური სარგებელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად.
აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული შედეგები კი არის მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი მთავრობისა და ქართულ ოცნების პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმმა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა წამოიწყო.