მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონსტრუქციულმა დიალოგმა შედეგი ვერ გამოიღო“ - ტურიზმის ინდუსტრია შაბათს აქციას აანონსებს

60126f4489143
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.21 12:50
857
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მთავრობასთან უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ შაბათს, 30 იანვარს, საქართველოს კანცელარიასთან აქციას აანონსებს მოთხოვნით - „ქვეყანა უნდა გაიხსნას“. ამის შესახებ მან საკუთარ "ფეისბუქ გვერდზე" დაპოსტა.

BM.GE-ის კითხვაზე - რა მიზანი აქვს აქციას და რა მოლოდინებია სექტორში, შალვა ალავერდაშვილი პასუხობს, რომ დარგს კონკრეტული სამოქმედო გეგმა სჭირდება, რომლითაც იხელმძღვანელებს. მისი თქმით, ეს გეგმა აქამდეც უნდა შემუშავებულიყო.

„აქცია გაიმართება იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და განვაცხადოთ, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გაიხსნას, შეზღუდვები უნდა მოისხნას, კონკრეტული სამოქმედო გეგმა გვჭიდება.

ღია წერილების სახით თუ სხვაგვარად დარგის ხედვები, ეკონომიკის გახსნის შესახებ, მთავრობას უკვე მივაწოდეთ. შესაბამისად, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ“, - აცხადებს ალავერდაშვილი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, მთავრობის წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში გამართული შეხვედრებით უკმაყოფილოა.

„აქციების რეჟიმში გადასვლას იმიტომ ვაპირებთ, რომ კონსტრუქციულმა დიალოგმა შედეგი ვერ გამოიღო. სხვა გამოსავალი არ არის.

აქციებით ველით, რომ დაგვინახავენ, ვარსებობთ. ვერ გვხედავენ“, - უთხრა BM.GE-ის შალვა ალავერდაშვილმა.