მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვა წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიაფდა

6481f64bf1f73
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.23 20:00
642
პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად გაიზარდა და სტანდარტული კონტეინერის საოკეანო ტრანსპორტირების საფასურმა 2021 წელს 11,000 დოლარიან ნიშნულსაც გადააჭარბა. თუმცა, მას შემდეგ ფასები რამდენჯერმე შემცირდა.

ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Drewry ყოველთვიურად საკონტეინერო ფასების ინდექსს აახლებს. ამჟამად ინდექსი 1,681-ს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 78%-ით არის შემცირებული, ბოლო ერთ თვეში კი ინდექსმა 3%-ით იკლო.

Drewry-ის ინდექსის მიხედვით, ძირითადი მარშრუტების მიხედვით, კონტეინერის გადაზიდვის ფასები ასე ნაწილდება:

შანგჰაი-როტერდამი - 1,530 დოლარი, ფასის წლიური კლება 85%;
როტერდამი-შანგჰაი - $587 დოლარი, ფასის წლიური კლება 60%;
შანგჰაი-გენუა - $2,169 დოლარი, ფასის წლიური კლება 81%;
შანგჰაი-ლოს ანჯელესი - $1,798 დოლარი, ფასის წლიური კლება 78%;
ლოს ანჯელესი- შანგჰაი - $1,032 დოლარი, ფასის წლიური კლება 18%;
შანგჰაი - ნიუ იორკი - $2,760 დოლარი, ფასის წლიური კლება 72%;
ნიუ იორკი - როტერდამი - $844 დოლარი, ფასის წლიური კლება 33%;
როტერდამი - ნიუ იორკი - $3,969 დოლარი, ფასის წლიური კლება 52%;

გადაზიდვების ხარჯების კლებას პირდაპირი გავლენა აქვს მსოფლიოს გარშემო საქონლისა და მომსახურების ღირებულებაზე. ინდექსის კლება ამ მიმართულებით ინფლაციური წნეხის შემცირებაზე მეტყველებს.

Drewry-ის ინდექსი საქართველოს პორტებში კონტეინერების გადაზიდვის ფასების შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.