საქართველოს ეროვნული ბანკი კომეციული ბანკებისთვის ბუფერების მოთხოვნის ზრდას განიხილავს, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა. თავის მხრივ, ამ ბუფერის მოთხოვნის ზრდა საფინანსო სისტემისთვის კაპიტალის გაძვირებაში შეიძლება აისახოს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბუფერების მოთხოვნის გადახედვის შესახებ რეკომენდაცია ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციას წარმოადგენს. სებ-ის თანახმად, კონტრციკლური ბუფერი ამჟამად 0%-ზე ნარჩუნდება, თუმცა მისი შემდგომი ზრდა გამორიცხული არაა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო. სტრესული პერიოდებისთვის კაპიტალის ბუფერების დასაგროვებლად, ბაზელის კომიტეტმა ქვეყნებს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესება შესთავაზა. თუკი არსებული სტანდარტული კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნულის ტოლია და დადებით მნიშვნელობას ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იღებს, ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნორმალურ პირობებშიც დადებითი იქნება (მეთოდოლოგიის გასაცნობად იხ. დანართი). ქვეყნების მზარდმა ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა. აღნიშნული ქვეყნებისთვის ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი 1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს. ეროვნული ბანკი იკვლევს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების საერთაშორისო გამოცდილებას და ბუფერის ზომას შემდეგი კომიტეტის შეხვედრაზე განსაზღვრავს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ფინანსურმა სექტორმა მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს სტრესულ პერიოდებში გამოსაყენებლად კაპიტალის ბუფერები დააგროვოს და განახლებული მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ბანკების ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, ეკონომიკური ზრდა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის კვლავ თვლის რომ, მნიშვნელოვანია ფინანსურმა სექტორმა კაპიტალის ბუფერები დააგროვოს და სტრესულ პერიოდებში გამოიყენოს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში მოხდა. რეგიონში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, კაპიტალის ბუფერების დაგროვება ბანკებს რისკების მიტიგაციაში დაეხმარება და სტრესის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსების გაგრძელებას და სწრაფ აღდგენას შეუწყობენ ხელს.
ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. 2022 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი, მომგებიანობა, კაპიტალისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რამაც ბანკების დიდ უმეტესობას პანდემიის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების სებ-ის მიერ დადგენილ ვადებზე ადრე აღდგენის საშუალება მისცა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, საკრედიტო აქტივობა შენელდა. 2022 წლის ოქტომბერში, აგვისტოსთან შედარებით, სესხების წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8% შეადგინა. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მესამე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შესადარის დონეზეა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება