10.თებერვალი.2019 20:30
საზოგადოება

კოოპერატივი ,,ბეთლემი“ მშრალი მოცვის წარმოებას იწყებს

კოოპერატივი ,,ბეთლემი“ მშრალი მოცვის წარმოებას იწყებს
კოოპერატივი ,,ბეთლემი“ გამშრალი მოცვის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ Bm.ge-ს კოოპერატივის დამფუძნებელმა, ამირან დიასამიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, გაზაფხულზე საშრობ აპარატს შეიძენენ და მოცვისა და სხვადასხვა ხილის ჩირების წარმოებას დაიწყებს.

კოოპერატივი  ლურჯი მოცვის პლანტაციას ფლობს, სადაც გასულ წელს პირველი მოსავალი მიიღს, წელს კი სავარაუდოდ ერთ ტონამდე მოცვს ელიან. პლანტაცია აჭარაში, სოფელ "გულებში“, ორი წლის წინ 4 500 კვადრატულ მეტრზე გააშენეს, სადაც 1000 ძირი ამერიკული ჯიშის ლურჯი მოცვი დარგეს.

"როდესაც პლანტაცია სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, სეზონზე მინიმუმ 9 ტონა მოსავალს მივიღებთ, ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა, ამიტომ გადავწყვიტეთ საშრობის შეძენა და მშრალი მოცვის დამზადება, რაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამის გარდა სხვა ხილის ჩირსაც დავამზადებთ, როგორიცაა შავი ქლიავი, ხურმა და სხვა. ხილს ჩვენს სოფლებში მოსახლეობისგანაც შევისყიდით. გარდა ამისა, ვაპირებთ სამაცივრე მეურნეობის მოწყობას, სადაც სეზონურ ხილს შევინახავთ და ბაზარზე მაშინ გამოვიტანთ გასაყიდად, როდესაც მისი ფასი მაღალი იქნება“ - განაცხადა ამირან დიასამიძემ.

გარდა ამისა კოოპერატივი ,,ბეთლემი“ ღვინის მარნის მოწყობას და მცირე სასტუმროს მშენებლობასაც გეგმავს, სადაც აგროტურიზმს განავითარებს.

,, ძალიან დიდი ინტერესია ტურისტების მხრიდან, თუ როგორ მოგვყავს მოცვი, მარწყვი, ყურძენი და სხვა ხილი. მათ ამ პროცესს სრულად ვაჩვენებთ, საშუალებას მივცემთ თავად მოკრიფონ მოსავალი და ჩვენს მარანში დაწურონ. ასევე ვაპირებთ ოთხნომრიანი კოტეჯის აშენებას, სადაც ტურისტებს დარჩენის საშუალება ექნებათ“ - განმარტავს ამირან დიასამიძე.

კოოპერატივმა 2016 წელს, პლანტაციის გასაშენებლად საჭირო თანხა, გრანტის სახით ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მოიპოვა. 8 700 ლარი ამერიკული ჯიშის, ლურჯი მოცვის ნერგების ყიდვას და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟს მოხმარდა.

მოცვის პლანტაციის მოვლაში კოოპერატივის ხუთი წევრია ჩართული. ყოველ სეზონზე , როდესაც მოცვის კრეფა დაიწყება, 15 ადამიანს დაასაქმებენ.
ავტორი: მაია ბიწაძე

23.აპრილი.2019 22:00
207

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 21:00
270

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:40
141

"რეგიონს სჭირდება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:38
337

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
90

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
65

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად